ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Eco Village Lagodekhi - რას მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალთან დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი
15 ივლისი, 2021

Eco Village Lagodekhi - ლაგოდეხის მინიციპალიტეტში, ნაკრძალთან ახლოს განსახორციელები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კოტეჯებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტია, რომელიც პარტნიორებმა ვაკო საღირაშვილმა და გიორგი სიჭინავამ შეიმუშავეს და საინვესტიციოდ გაამზადეს.

6 საცხოვრებელი კოტეჯი, რეკრეაციული სივრცე, სტადიონები და აუზი, გამართული ინფრასტრუქტურა - ამ იდეაზე ფიქრი პარტნიორებმა ლოგოდეხში ყოველწლიური დასვენებების დროს დაიწყეს და მისი განხორციელება 10 თვის წინ 0.5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის შეძენით დაიწყეს და დღეისთვის შემუშავებული პროექტის განხორციელების ნებართვასაც ფლობენ. პროექტის განხორციელების დეტალებზე BM.GE-ის მისი ერთ-ერთი ავტორი ვაკო საღირაშვილი ესაუბრა.



„მე და ჩემი პარტნიორი ძალიან ხშირად ლაგოდეხში, მეგობრებთან ერთად ვისვენებდით და ტურისტულ ნაკადებს ვაკვირდებოდით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შევამჩნიეთ იყო ის, რომ გადამფრენი ფრინველების დამკვირვებელი ჯგუფები ძალიან მრავლად ჩამოდიოდნენ ლაგოდეხში და 2019 წელს მათი რიცხვი 37 000-მდე გაიზარდა. ჯამში, ტურისტების ნაკადი 70 000 ადამიანამდე ავიდა, რაც უპრეცენდენტო იყო; ვინაიდან ჩვენ ლაგოდეხის ხშირი სტუმრები ვიყავით ბიზნესის წამოწყების კუთხით ფიქრი დავიწყეთ. პირველ რიგში, დაახლოებით, 10 თვის წინ 0.5 ჰა-ს მოცულობის ნაკვეთი შევიძინეთ და მისი განვითარება გადავწყვიტეთ. შედეგად ბოლო 5 თვეში შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც კოტეჯური ტიპის ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ ზონას, საკალათბურთო სტადიონს, აუზსა და ბავშვთა გასართობ ლოკაციებს მოიცავს. პროექტი არქიტექტორის და კონსტრუქტორის მიერ იმ სტანდარტებითაა გაკეთებული, რასაც დღეს სამშენებლო სფერო მოითხოვს“, - განმარტა პროექტის ავტორმა.

ვაკო საღირაშვილმა პროექტის საინვესტიციო ღირებულებასა და მის მიმართ პოტენციური ინვესტორების ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Eco Village Lagodekhi-ს ავტორების გათვლებით ლაგოდეხისთვის მნიშვნელოვანი პროექტი სექტემბრამდე უნდა გაიყიდოს.

„პროექტის თვითღირებულება 100 000 ლარია და ის 59 000 დოლარად იყიდება, სადაც, დაახლოებით, 1 მლნ ლარი იქნება განსახორციელებელი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მცირე თანხა არაა. პროექტი იყიდება ერთიანად, თუმცა ის შეიძლება იყიდოს როგორც ერთმა, ასევე რამდენიმე ინვესტორმა.

Eco Village Lagodekhi-ით ძირითადად იმიგრანტები ინტერესდებიან, განსაკუთრებით აშშ-დან, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებისა და აქ ინვესტიციები განხორციელების სურვილი აქვთ“, - უთხრა BM.GE-ის ვაკო საღირაშვილმა.



პროექტის ავტორებს პროექტის მართვის მოდელზეც ნაფიქრი აქვთ და პოტენციურ ინვესტორებს მისი მართვის 2 მოდელს სთავაზობენ: „ჩვენი გათვლებით პროექტის განხორციელება 2 მოდელითა შესაძლებელი - ვიყიდე პროექტი, ავაშენე, გავყიდე, რა დროსაც მოგება, დაახლოებით, 400 000 ლარია; მეორე გზა საიჯარო მიმართულებაა - 120 დღეზე, საშუალო დატვირთვა 60-70% რომ ავიღოთ ინვესტორს წლიურად საიჯარო შემოსავლიდან მოგების სახით, დაახლოებით, 86 000-დან 96 000 ლარი უნდა დარჩეს“, - განმარტავს საღირაშვილი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.