ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ექიმის ბიო-მარნის" ღვინო ექსპორტზე იაპონიაში გავიდა
13 ივლისი, 2022

ექიმების მიერ დაფუძნებული სოჯახო მარნის ღვინო ექსპორტზე იაპონიაში გავიდა. 

"ექიმის ბიო-მარანი" ნატურალური ღვინის რამდენიმე სახეობებს აწარმოებს, იაპონიაში კი ქვევრის ქარვისფერი ღვინო რქაწითელი გაიყიდება. ამასთან, როგორც საოჯახო მარნის თანადამფუძნებლი ამბობს, მოლაპარაკებები აქვთ ამერიკელ, გერმანელ და ჰოლანდიელ ექსპორტიორებთან.

"თითოეული სახეობას 500 ბოთლიდან 1500 ბოთლამდე ვასხამთ, ვგეგმავთ რაოდენობის გაზრდას, თუმცა ჩვენი მიზანი, უახლოეს მომავალში მაინც, მაისური წარმოება არ არის. ვაწარმოებთ მცირე რაოდენობის, თუმცა პრემიუმ ხარისხის ღვინოს, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული. ასევე, ჩვენი ღვინოები საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კრაფტულ ღვინის მაღაზიაში იყიდება,"–ამბობს მარინა კაკიაშვილი–რუაძე.

ცნობისთვის, "ექიმის ბიო-მარანი" 2020 წელს დაფუძნდა. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ყვება ყველაფერი შემთხვევით, 2016 წელს, დაიწყო.  

"აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ფაფრის ველის მიკროზონაში მემკვიდრეობით მიწა ერგო. იქ მოკრეფილი ყურძნისგან კი საუკეთესო ღვინო დგება. 1 კვირაში დავამუშავეთ 20 წლის დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი და იმავე წელს ჩავყარეთ საფერავის და რქაწითელის ნერგები, შემდეგ ცოტა ხიხვის ნერგებიც მივამატეთ. ვამუშავებდით მხოლოდ ბიო-პრეპარატებით და ვხნავდით ცხენშებმული გუთნით. 2019 წელს მოისხა ყურძენი, რაც მთლიანად გავაცალეთ, რათა ფესვები უფრო გაძლიერებულიყო და ღრმად ჩასულიყო მიწაში მინერალების შესათვისებლად. პარალელურად ქვევრები ჩავყარეთ მარანში. 2020 წელს პირველი მოსავალი მივიღეთ, ჩავწურეთ ქვევრებში და რადგანაც ნატურალური მეღვინეობის მიმდევრები ვართ, მხოლოდ წლინახევრის შემდეგ ჩამოვასხით ბოთლებში. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ქვევრის ნატურალური ღვინის შემდეგ სახეობებს: საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, რქაწითელი-ხიხვი. 2022 წელს, ჩვენმა ღვინომ პრიზი "სომელიეს რჩეული" მიიღო,"–აღნიშნავს, მარინა კაკიაშვილი–რუაძე.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.