ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბოში 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო იქნება
08 ივლისი, 2022

მთავრობას 14 სანატორიუმი გამოაქვს გასაყიდად, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 მლნ ლარია. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შესწავლით, წყალტუბოში იქნება 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო, 5 საშუალო კლასის და სხვადასხვა ტიპის განთავსების 4 ობიექტი. 

"დღეისათვის 10-ზე ნაკლები ობიექტი ფუნქციონირებს წყალტუბოში, არც ერთი არ არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო. თუ ჩვენ გვინდა, რომ მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი შემოსავალი მივიღოთ ტურიზმიდან, გვჭირდება მაღალი ხარისხის, ბრენდული სასტუმროების განვითარება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.