ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის რეკომენდაციებს ელოდება
25 ივნისი, 2019

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის ინიციატივით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრას ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი ესწრება.

სასტუმრო ციტრუსში კერძო სექტორის შეკრების მიზანი რუსული კომპანიებისთვის – საქართველოში და ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაა.

როგორც შალვა ალავერდაშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნა, მას დღეს, 18:00 საათზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრა აქვს, სადაც მინისტრი კერძო სექტორის ინიციატივებს ელოდება იმის თაობაზე, ამ პერიოდში განსაკუთრებით რა მიმართულებით შეიძლება ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის მხარდაჭერა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.