ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკონომიკის სამინისტრო: RYANAIR-ი მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა
14 თებერვალი, 2019

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი აცხადებს, რომ Ryanair-ი საქართველოს მთავრობისგან დიდი მოცულობის სუბსიდიას ითხოვდა. სწორედ ეს იყო ავიაკომპანიის მოთხოვნა, რომ საქართველოში დაეწყო რეისები. საღირაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის ეს პირობა წამგებიანი იყო, რის გამოც მხარეებს შორის კონტრაქტი არ გაფორმდა. 

“Ryanair-ს რაც შეეხება, მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ადრე იყო ჩვენც გვსმენია, მაგრამ არ იყო ის ხელსაყრელი, რადაგანაც ავიაკომპანია მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან, რისი განხორციელებაც ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს,”- ამბობს საღირაშვილი.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.