საქართველომ 2021 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან ჯამურად 5.663 მლნ ლარი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 6.4-ჯერ (899 076 ლარი) აღემატება..
"ბიზნესპარტნიორის" მიერ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 589 098 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 2,4-ჯერ აღემატება.
ვიზიტორთა შორის 47% (278 084 ვიზიტორი) საქართველოს, ხოლო 53% (311 014 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
2020 წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 11.7 -ჯერ.
2021 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
-
მარტვილის კანიონი
-
პრომეთეს მღვიმე
-
ყაზბეგის ეროვნული პარკი
-
ოკაცეს კანიონი
-
მტირალას ეროვნული პარკი
2021 წელს, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:
-
პრომეთეს მღვიმე - დაახლოებით 8-ჯერ
-
მარტვილის კანიონი - დაახლოებით 7.2-ჯერ
-
ოკაცეს კანიონი - დაახლოებით 7-ჯერ
-
კინჩხას ჩანჩქერი - დაახლ. 4.8- ჯერ
business-partner.ge