საქართველომ 8 თვეში ეკოტურისტული სერვისებიდან ₾7,836 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო
ეკოტურისტული სერვისებიდან საქართველომ 8 თვეში ₾7,836 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო, მაჩვენებელი 27%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის ₾20 მლნ-ია დახარჯული.
მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.
gbc.ge