ქართული ღვინის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე 96,15 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ღვინის ეეროვნული სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 14%-ით არის გაზრდილი, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ დოლარს აღწევს და წლიურად 4%-ით მეტია.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებში კვლევინდებურად რუსეთი ლიდერობს, სადაც რეალიზებულია 55,867 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო, წლიურად გაყიდვები რუსეთში 6%-ით არის გაზრდილი.
ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდილია: პოლონეთში - 29% (5 908 393), ჩინეთში - 26% (5 469 450), აშშ-ში - 12% (971 714), გერმანიაში - 13% (751 810), ლატვიაში - 10% (1 634 827), ლიეტუვაში - 44% (960 928), იაპონიასა - 12% (189 844) და დიდ ბრიტანეთში - 76% (702640).
ზრდაა ასევე: კანადაში - 91% (317 692), შვედეთში - 97% (119 494), ჩეხეთში - 259% (141 432), საფრანგეთში - 6% (84 028), ისრაელში - 62% (422 839), ყაზახეთში - 38% (3 775 978), აზერბაიჯანში - 21% (209 987), თურქეთში - 209% (93 330), უკრაინაში - 11% (11 667 525), მონღოლეთში - 174% (402 810), ბელარუსსა - 26% (4454009) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.
business-partner.ge