ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
El Español მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
27 ივნისი, 2019

პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “საქართველო, სტუმართმოყვარე  და თბილი ქვეყანაა.”

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

დასასრულს, სტატიის ავტორი ტურისტებს ურჩევს კულტურული ძეგლების მონახულებას, განსაკუთრებით კი – უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას.

AviaNews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.