საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე, კულტურასა და ტრადიციებზე, ცნობილი პოპულარული ესპანურენოვანი გამოცემა El Español სტატიას აქვეყნებს.
როგორც ჟურნალისტი წერს, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 4,5–მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის მდებარეობს.
სტატიის ავტორი ყურადღებას ქართველების სტუმართმოყვარეობაზეც ამახვილებს. როგორც ის აღნიშნავს, ქართველები თბილი ხალხია, რომლებიც ტრადიციების მიმდევარია.
რეპორტიორი წერს ასევე თბილისის ღირსშესანიშნაობების და ისტორიული უბნების შესახებ. ჟურნალისტი ვიზიტორებს მოუწოდებს, თბილისს ესტუმრონ, სადაც უძველეს ეკლესია “მეტეხსა” და ნარიყალის ციხე-სიმაგრეს ნახავენ, საიდანაც ქალაქის ულამაზეს ხედებს დაათვალიერებენ.
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ აუცილებლად სანახავი ადგილია უფლისციხე, რომელიც მდინარე მტკვირს სანაპიროზე კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქია.
bm.ge