ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ელარჯის და გებჟალიას მასტერკლასი - ჩხოროწყუში აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა
08 აგვისტო, 2018

ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ეზოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე წარდგენილი იყო ქართული ღვინო, თაფლი, ყველი, ჩაი, ხილი და სხვა.

აგრო ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თაფლის დაწურივის პროცესს, ასევე ცნობილი მეგრული კერძების ელარჯის და გებჟალიას მასტერკლასს დასწრებოდნენ.

ფესტივალში, გაეროს განვითარების პროგრამების, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, "USAID" პროექტ "ზრდა"-ს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ორგანიზატორობით გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერები სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, UNDP, USAID/ZRDA, AFAD, კარტლისი, ბანკი კრისტალი, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია და სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.