ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ელჩი: აზერბაიჯანელ ვიზიტორებში საქართველოს შავი ზღვის კურორტები დიდი პოპულარობით სარგებლობს
03 ოქტომბერი, 2018

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში საქართველოში ტურიზმის სექტორის დინამიურ განვითარებაზე საუბრობ. ზურაბ პატარიძე ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანი იმყოფება I ადგილზე, ძირითადი ქვეყნების ათეულში.

ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს შავი ზღვის კურორტები და ტურიზმის დარგში საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელი გახდა ზღვისპირა დასვენების სეზონის გახანგრძლივება, ტურისტული მარშრუტების დივერსიფიცირება, საქმიანი, სპორტული, ექსტრემალური და სხვა სახის ტურისტული მიმართულებების განვითარება.

ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანულ ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტს ჯაჰანგირ ასკეროვს აზერბიაჯნნში შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია მაღალმთიან აჭარაში დაწყებული ახალი, მსხვილბიუჯეტიანი, მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის შესახებ.

მისივე თქმით, 2018 წლის განმავლობაში, ტურიზმის ადმინისტრაციამ, მოაწყო 2 პრეს-ტური აზერბაიჯანის წამყვანი ჟურნალისტებისთვის და ქართული მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ ანალოგიური პრეს-ტურით, მომავალშიც ემასპინძლა აზერბაიჯანის მას-მედიის და ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებისთვის. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.