ბოლნისის მუნიციპალიტეტში ელიას მთის ფერდობზე 10 000 სხვადასხვა ჯიშის ვაზი ჩაიყრება, - ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ტურისტულ ფორუმზე განაცხადა. დავით შერაზადაშვილის თქმით, ამისათვის უკვე გაჭრილია ტერასები.
მერი დარწმუნებულია, რომ ეს ეს ადგილი რამდენიმე წელში, უძველეს ტაძრებთან ერთად, ბოლნისის სავიზიტო ბარათად იქცევა.
შერაზადაშვილი ამბობს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით გამოყოფს პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მონასტრის ბერებს, რომლებიც უკვე მესამე წელია უძველესი ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში აყენებენ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინოებს.
ფორუმზე მერმა ბოლნისის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტურიზმის განვითარება.
განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი ისტორიული წარსულით, კულტურითა და მულტიეთნიკური მაცხოვრებლებით, თავად ქალაქი ბოლნისი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია შვაბი კოლონისტების მიერ დატოვებული ძველი გერმანული არქიტექტურით. მერი ბოლნისს ქართულ ქალაქს უწოდებს ევროპული ისტორიით. ამბობს, რომ უნიკალურია როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე ღვინის წარმოებით, კულინარიით, რომელიც ქართულ და გერმანულ ნაზავს წარმოადგენს.
მერის თქმით, ბოლნისში კვლავ ამზადებენ შვაბური ტექნოლოგიით ლორს, აცხობენ გერმანულ ტკბილეულს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 120-ზე მეტი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია. - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
www.travelingeorgia.ge