ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ელტონ ჯონის კონცერტისთვის რკინიგზამ დამატებითი რეისი დანიშნა
27 ივნისი, 2018

საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena -ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისებს ნიშნავს.

რკინიგზის ცნობით, 27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის  10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა.

30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.