ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იწყებს მასშტაბურ კამპანიას "ემეგობრე მემკვიდრეობას"
12 ივლისი, 2017

იქმნება კლუბი, სადაც გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ფიზიკურ პირს ასევე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, პროფესიულ, სამოქალაქო თუ სხვა გაერთიანებებს. რომელთა წლიური საწევრო შენატანები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციას მოხმარდება

წინასწარი გათვლებით, „ემეგობრე მემკვიდრეობას“ პარტნიორთა წრე 30 000 -მდე წევრს გააერთიანებს

პროექტს უკვე შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე.

„ემეგობრე მემკვიდრეობას“ კლუბის წევრად რეგისტრირებას მსურველები 15 ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით შეძლებენ, სადაც ასევე შექმნილია საწევრო შენატანის ელექტრონული სისტემა.

მოქალაქეები კლუბის საწევრო ბარათებს მიიღებენ, რომლითაც ისარგებლებენ სპეციალური შეღავათებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ გაერთიანებული მუზეუმ-ნაკრძალებსა და მეზეუმებში, სხვა უწყებების სამუზეუმო და კულტურულ დაწესებულებებსა და პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების კომერციულ ობიექტებში 

პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება. მოეწყობა სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება.

ვრცელი ინფრომაციისთვის იხილეთ ლინკი:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.