ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ემეგობრე მემკვიდრეობას - უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში პროექტს წარადგენენ
09 ივლისი, 2018

ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის რეგიონებში განაგრძობს ფართო საზოგადოებისთვის მასშტაბური პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ გაცნობას.

სააგენტო პროექტს „ემეგობრე მემკვიდრეობის“ წარდგენა 10 ივლისს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე წარადგენს, მოეწყობა თეატრალიზებული პერფორმანსი. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს კიდევ ერთ, თბილისის მუნიციპალურ თეატრ “გლობუსთან“ გააფორმებს. დოკუმენტის საფუზველზე კლუბის წევრებისთვის თეატრ „გლობუსის“ წარმოდგენები სპეციალური ფასდაკლების პაკეტით გახდება ხელმისაწვდომი. 

„გლობუსის“ თეატრალური დასი დამსწრე საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის დადგმულ სპექტაკლ “პარტახს“ შესთავაზებს.

სტუმრებისთვის უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვასაც დაეთმობა. 

კლუბი „ემეგობრე მემკვიდრეობას’’ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 2017 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. მის მიზანს, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პარტონობის საქმეში საზოგადოების ფართო წრეების უშუალო თანამონაწილეობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების უზრუნველყოფაა.

 კლუბის წევრი, თავისი ფინანსური შენატანით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესის თანამონაწილე ხდება. თანადაფინანსებით სახით, კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ წევრების საწევრო გადასახადებით (წლიური - 50 ლარი სტანდარტული პაკეტი; 100 ლარი - VIP პაკეტი) აკუმულლირებული თანხები იმ 6 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციაზე მიიმართება, რომლებიც სოციალური გამოკითხვის გზით შეირჩა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში უკვე მოხვდა.

კლუბის წევრი საწევრო ბარათს მიიღებს, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებსა და მეზეუმებში, სხვა უწყებების სამუზეუმო და კულტურულ დაწესებულებებსა და პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების კომერციულ ობიექტებში სპეციალური შეღავათებით ისარგებლებს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.