ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ემიგრაციიდან დაბრუნებულმა მიგრანტმა თელავში სასტუმრო გახსნა
04 ივნისი, 2018

ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა კაცმა თელავში სასტუმრო გახსნა. იროდიონ მამუკაშვილმა საოჯახო სასტუმრო მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის საშუალებით გააკეთა.

სასტუმრო ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაიხსნება. პირველ ეტაპზე ოჯახმა 3 ოთახის მოწყბა შეძლო და ერთბაშად 10-ადამიანს მიიღებს.

სასტუმრო თელავის ცენტრშია და  სტუმრებს კახურ კერძებს შესთავაზებს, მათ შორისაა საკუთარ მარანში დაწურული ღვინო, სახლში ამოვლებული ჩურჩხელა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ მომავალში იროდიონ მამუკაშვილი საოჯახო სასტუმროს გაფართოებას შეძლებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. კახეთის რეგიონში, ჯამში, 28 პროექტი დაფინანსდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.