ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Emotions are Georgia - უცხოელი მოგზაურების შთაბეჭდილებებით შეკრული ახალი კამპანია საქართველოზე
19 ივლისი, 2018

Emotions are Georgia ასე ჰქვია ახალ კამპანიას რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო სტუმარ-მასპინძლობის უნიკალური ფენომენის მქონე ქვეყანაა, ამ ფენომენის, უნიკალური ბუნების, კულინარიის, ქართული ღვინის, გართობის, 4 სეზონიანი კურორტების წყალობით ტურისტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან სამშობლოში. თითოეული ეს შთაბეჭდილება გააზიარეს ტურისტებმა სოციალურ ქსელებში.

7 მილიონი ვიზიტორის მიერ სოციალურ ქსელებში გაბნეული ემოციები ერთად შეგროვდა და პირველად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოს ციფრული გზამკვლევი შეიქმნა.

კამპანია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ვებ გვერდი, ვიდეო რგოლი, წიგნი, გარე რეკლამა. ვებგვერდზე ტურისტებს შესაძლებელობა ექნებათ, დააგენერირონ მათ ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზირებული, ქვეყნის გზამკვლევი. ასევე, მათი კონტრიბუციის პოსტის სახით ნახვის; ვიდეო რგოლი შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში შერჩეული პოსტების მეშვეობით ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიდეოს ახმოვანებენ თავად პოსტის ავტორები. მეორე ნაწილში, კი დამატებულია გრაფიკული ელემენტი, რომელიც აღწერს ამ პოსტების შეგროვების და ანალიზის მეთოდს და მოუწოდებს მაყურებელს თავისი გზამკვლევის დაგენერებისკენ; შეიქმნა 3 წიგნი - ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა.

Emotions are Georgia-ს პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
განთავსდა სპეციალური ინტერაქტიული სტენდი, სადაც გამოიფინა წიგნები და ინფორმაცია პროექტის შესახებ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარ ინტერესზე მორგებული პერსონალური ციფრული გზამკვლევ შეედგინათ და დაეთვალიერებინათ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.