წყალს ადამიანები ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იყენებდნენ და დღესაც იყენებენ. პირველი ელექტროსადგურების შექმნა კი სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის განმსაზღვრელ ეტაპად იქცა.
პირველი ელექტროსადგურის სქემა 1887 წელს, დიდ ბრიტანეთში ინგლისელმა ინჟინერმა ჯორჯ არმსტრონგმა შეიმუშავა. მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური კი ნიაგარის ჩანჩქერზე, 1881 წელს აშენდა. შემდეგ ამას უფრო ღრმა და დიდი დამბები მოჰყვა.
დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დამბის სიმაღლე არის 305 მეტრს, მას ცზინპინის ჰიდროელექროსადგური ჰქვია. ასევე გამოირჩევა სიმაღლით რუსეთში, მდინარე ენისეიზე აგებული საიანო-შუშენსკის ჰესის დამბა - 242 მეტრი.
კაშხლები საჭიროა წყლის დიდი მარაგების შესაქმნელად, ასევე წყალდიდობების და სტიქიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად სარისკო რეგიონებში. მათ ასევე იყენებენ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა დიდი ჰესის - „იტაიპუ“, ბრაზილიის და პარაგვაის საზღარზე შეუძლია ერთდროულად აანთოს 120 მლნ. ნათურა.
გარდა ამისა ნებისმიერი დამბიდან იხსნება შესანიშნავი ხედი - მაგალითად, გუვერის კაშხალს აშშ-ში ყოვლეწლიურად სტუმრობს 9 მლნ-მდე ტურისტი.
რაც შეეხება ენგურჰესს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰესების სიაში დიდი ხნის წინ მოხვდა. ორიოდე წლის წინ ჰესს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. სამომავლოდ კი ენგურჰესი ტურისტებსაც მიირღებს და იქ მსოფლიო დონის ატრაქციაც მოეწყობა.
გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰესების ჩამონათვალს:
ავსტრია
ნევადა, ამერიკა
რუსეთი
ჩინეთი
იაპონია
ლესოტო, სამხრეთ აფრიკა
ჰესი ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე
ენგურჰესი, საქართველო
შვეიცარია
ტაილანდი
პორტუგალია
გერმანია
ამერიკა, მისურის შტატი
ეგვიპტე
ბრიტანეთი
ბრაზილია
ავსტრია
commersant.ge