ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონა 5 წელში მოეწყობა
11 ივლისი, 2018

ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე ტურისტული ზონის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შემდეგი ეტაპი ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს, რაზეც ამ დროისთვის ტენდერია გამოცხადებული.

ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე ტურისტული ზონის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტი სრულად 5 წლის ვადაში განხორციელდება.

პროექტი გულისხმობს მსოფლიო დონის ატრაქციის მოწყობას, რომელიც წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარია, ტურისტული ზონის სამშენებლო პროცესში დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები, პარალელური სერვისების გზით მუდმივად დასაქმდება 300-ზე მეტი მოქალაქე.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ენგურჰესის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი გახდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი; ექსტრემალური კომპონენტების შემცველი ატრაქციები; მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი კაშხალზე (280 მ); რეგიონში ყველაზე გრძელი ე.წ „ზიპ ლაინი“; ღია საკონცერტო სივრცე; სარეკრეაციო-გასართობი ზონები; სანაოსნო ინფრასტრუქტურა; გადასახედი მოედნები; ვიზიტორთა შემეცნებითი სივრცე

ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადას ახედი პლატფორმები მოეწყობა.

ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია განესაზღვრა 2015 წელს.

ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს ნამდვილად გააჩნია უდიდესი პოტე ნციალი მომავალ წლებში თავისი კ უთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.