ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურჰესის ტურისტული კომპლექსის პროექტის დეტალები ცნობილია
02 აგვისტო, 2018

ენგურჰესის ტურისტული კომპლექსის პროექტი კაშხალზე მუზეუმოგრაფისა, გადმოსახედი პლატფორმების მოწყობას გულისხმობს, - პროექტის დეტალები კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ წარადგინა.

პროექტი ასევე გულისხმობს პანორამული ლიფტის, ზიპლაინის, საბაგიროსა და ავტობუსის ტურებს, გათვალისწინებულია ასევე წყლის სპორტის და გვირაბის პროექტები.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარია. ტურისტული ზონის სამშენებლო პროცესში დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

პარალელური სერვისების გზით მუდმივად დასაქმდება 300-ზე მეტი მოქალაქე.

პროექტის სრულად განხორციელების ვადა 5 წელია. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადას ახედი პლატფორმები მოეწყობა.

ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა, ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება. მთავრობა იმედოვნებს, რომ ენგურჰესის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი გახდება.

ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტისსაბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას  ენგურის ტურისტული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ენგურჰესის კაშხლის დირექტორი ჯონი ჭანია  დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის #476 განკარგულების საფუძველზე დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელმაც განახორციელა ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა შპს „კოკო არქიტექტორებმა“.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.