შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ ატარებს ბაზრის კველვას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის დეტალური საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სავარაუდო ღირებულების დასადგენად.
დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზებებები თანდართულ ტექნიკური დავალების გათვალისწინებით უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა. შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:
• მომსახურების გაწევის ვადას;
• მომსახურების ღირებულებას (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს გარდა)
ტექნიკური დოკუმენტაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ბმულზე - http://procurement.gov.ge/Market-resear…/enguris-centri.aspx
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: enguri@gedf.com.ge
* საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის №456 დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოსათვის მეტად საამაყო და მნიშვნელოვანია სათანადოდ იქნას დაფასებული ეს საინჟინრო ნაგებობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კაშხალია. ტექნოლოგიური განვითარებისა და ახალი კაშხლების მშენებლობის ფონზე, ის დღესაც მსოფლიოს უმაღლესი კაშხლების ხუთეულში შედის, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ისტორიულ-კულტურული კუთხით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ენგურის წყალსაცავი და კაშხალი დღესაც ტურისტული მიზიდულობისა და ინტერესის საგანს წარმოადგენს, სააგენტოს ინიციატივაა - ყველა დიატერესებულ მხარესთან თანამშრომლობით - ენგურის კაშხლის მიმდებარედ მოეწყოს ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტი - მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.
სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტირებულად მომზადების შემთხვევაში ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს ნამდვილად გააჩნია უდიდესი პოტენციალი მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რაც ასევე გახდება რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საქართველო თავისი უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობით, ტურიზმის მდგრადი განვითარების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, ენგურჰესი, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, მნიშვნელოვან პესპექტივებს შლის ქვეყანაში ტურიზმის სფეროში ახალი შესაძლებლობებისათვის.
აქედან გამომდინარე, ენგურჰესის ინდუსტრიული და პირველადი ფუნქციის პარალელურად, საიტის სამუზეუმო სივრცედ ქცევა, მზარდი ტურისტული ინტერესის ფონზე, ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდას. ამასთანავე, ენგურჰესის ტურისტული პოტენციალის გამოყენება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის გავნითარებას, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს რეგიონის ეკონომიკურ სტაბილურობას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ენგურჰესი, თავისი გეოგრაფიული ლოკაციით მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ზემო სვანეთისკენ მიმავალ ქვეყნის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ არტერიაზე, კეთილმოწყობილი სამუზეუმო-სარეკრიაციო სივრცე, ახალ მიმზიდველ პუნქტს გააჩენს.
ენგურჰესის ტურისტულ საიტად ქცევა გულისხმობს კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ თავისი მოცულობისა და ბუნებრივი მრავალფეროვანი რესურსების გათვალისწინებით შესაძლებელია ფართო სპექტრის პაკეტის მომზადება.
საყურადღებოა ასევე, რომ ენგურჰესისათვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭების თანმდევად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ასევე მიანიჭა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ჰიდროელექტროსადგურის ნაწილს ძეგლის სტატუსი, რაც საგულისხმო ქმდებაა, მომავალში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის გზით მხარეებს შორის დიალოგისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის პლატფორმის შესაქმნელად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში მწირია მოქმედ ინდუსტრიულ საიტებზე კულტურული ატრაქციების მოწყობის გამოცდილება, დასახული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ესტონეთის კულტურის სამინისტროს წარდგინებით მოიწვია ბატონი ოტტ სარაპუუ, „ესტონეთის წარმოების“ ტურიზმის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, და ანდრიუს კირესაარი, ესტონური ატრქიტექტურული კომპანიის წარმომადგენელი, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ დიდი გამოცდილება თანამედროვე და ინოვაციური სამუზეუმო კონცეფციების შემუშავებაში და რომელთა ხელმძღვანელობითაც ესტონეთის არაერთი ინდუსტრიული საიტი გადაიქცა მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშად.
აღნიშნულ ეტაპზე, საიტის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით, ესტონელი ექსპერტების მიერ, ეროვნულ სააგენტოსთან და ენგურჰესის ენგუჰესის დირექტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ენგურჰესის კაშხალისა და ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვავს სამომავლო წლებში დასაგეგმი ღონისძიებების თანმიმდევრობასა და ბიუჯეტებს.
#ენგურჰესი
#საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობა