ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება
22 იანვარი, 2018

ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობის საკითხები „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა თორნიკე რიჟვაძემ ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „კოკო არქიტექტორების“ წარმომადგენლებთან განიხილა. 

განიხილეს ენგურის ტურისტული კომპლექსის აღმოჩენათა ცენტრის პროექტი, მუზეუმოგრაფია, გადმოსახედი პლატფორმების და პანორამული ლიფტის საკითხები. 
გარდა ზემოხსენებულისა, ამ დროისთვის კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაოებია: გენერალური გეგმა, ადმინისტრაციული შენობის ლაზერული სკანირება და შენობის სტრუქტურული კვლევა, ლანდშაფტის 3D მოდელი, ტოპოგრაფია, არსებული გზების მდგომარეობის კვლევა. ასევე, განხორციელებულია მცირე ზომის არქიტექტურული შენობების კვლევა, საინფორმაციო ნიშნების სქემა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენგურის კაშხალზე გამგზავრება.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.