ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეპიდვითარების გამო, airBaltic-ი რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე რამდენიმე რეგულარული რეისების ნაცვლად სპეცრეისებს განახორციელებს
03 ნოემბერი, 2020

ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რამდენიმე რეისი გააუქმა და მათ ნაცვლად სპეციალურ რეისს შეასრულებს. აღნიშნულის მიზეზად ეპიდსიტუაციის გართულება სახელდება. უფრო კონკრეტულად კი რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე ავიაკომპანია 3 და 5 ნოემბერს რეგულარულის ნაცვლად სპეცრეისს შეასრულებს, ხოლო 7 ნოემბრის ფრენა საერთოდ გააუქმა.

ცნობილია, რომ ავიაკომპანია airBaltic-ი საქართველოდან მხოლოდ შესაბამისი საბუთების მქონე მგზავრებს (ცხოვრების უფლება, სტუდენტები, გრძელვადიანი სამუშაო ვიზები) გაიყვანს.

როგორც საქართველოში airBaltic-ის სავაჭრო აგენტი აცხადებს, COVID-19-ის გამო გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ავიაკომპანია ყოველი კვირის პარასკევს მიიღებს გადაწყვეტილებას ფრენების განხორციელების თაობაზე.

AviaNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.