ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2014 -ექსპედიცია ხრეითში
05 დეკემბერი, 2015

ხრეითის ტერიტორიაზე, ცენტრიდან 6 კმ-მოშორებით არის გამორჩეული ბუნების ძეგლი მოქანავე ლოდი, რომელსაც ადგილობრივები ,,ქვაყუნტიას” უწოდებენ. ამ ბუნების ფენომენამდე მისვლა შეიძლება მაღალი გამავლობის ტრანსპორტით, მიმდებარე ტერიტორია ბზის კორომს უჭირავს მოქანავე ლოდები ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უმთავრესად მაგმური ქანებისგან (გრანიტებისგან, ანდეზიტებისგან და სხვ.) შედგება.

მოქანავე ლოდის უნიკალურ თავისებურებას განსაზღვრავს მისი შემადგენლობა (კირქვა) და ისიც, რომ იგი დაკარსტულ მასივზე მდებარეობს.

რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადგილ ვაკეტყის მიდამოებში, ხრეითის ცენტრიდან 12 კმ მოშორებით იწყება მრავალსართულიანი კარიანიკლდე-ბუჯას მღვიმური სისტემა. იწყება თაღისებური ვრცელი შესასვლელით, რომელშიც მდ. ბუჯას მიწისქვეშა ნაკადი გაედინება. გზადაგზა აჩენს ჩანჩქერებს, ტბებს, კარსტულ ჭებს.

მღვიმე ბოლოში გაუვალია. მღვიმის ზედა ნაწილის, სადაც მდ. ბუჯა იკარგება ნაპრალ¬ში, სიმაღლე ზ. დ. 1480 მ. ხო¬ლო იქ, სადაც მდინარე გამოედინება სიმაღლე ზ. დ. 1335 მ. სიგრძე 680 მ, სიგა¬ნე 2-10 მ, ხოლო სიმაღლე 1,5-8 მეტრია, ფსკერის ფართობი 2350 მ2, საერთო მოცულობა 6600 მ3.

ქვედა მღვიმის ფსკერი მთლიანად ტბას უკავია, რომლის სარკის ფართობი 250 მ2 აღწევს, წყლის სიღრმე 1,6 მეტრია, წყლის დონე თოვლის დნობისა და წვიმების პერიოდში საგრძნობლად მატულობს. მდ. ბუჯას მიწისქვეშა ნაკადის, რომელიც ქვედა მღვიმიდან ჩანჩქერის სახით გადმოდის.

სოფლის ტერიტორიაზე მდ. კაცხურას მარჯვენა შენაკადის (მღვიმიდან გამომდინარე ნაკადი) მარცხენა ფერდობზე მდებარეობს ერთ-ერთი დიდი კარსტული შეყილაძეებიის (გუბურების) მღვიმე. მღვიმის სიმაღ¬ლე ზღვის დონიდან 860 მ. შეფარდებითი სიმაღლე 12 მ, ფსკერის ფართობი 1770 მ2, საერთო მოცულობა 3020 მ3. მღვიმის სიგ¬რძე 740 მ. გაე¬დი¬ნე¬ბა მუდმივმოქმედი ნაკადი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა სასმელად იყენებს.

წყლის ტემპერატურა 7-80-ია. ადვილად გასავლელია. მდ. ბუჯას აუზში, ადგილ ვაკეტყის მიდამოებში, სოფლის ცენტრიდან 14 კმ- დასორებით რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზ.დ. 1400 მ სიმაღლეზე მდებარეობს ხრეითის ჭასაყინულე, კარსტული ჭის სიღრმე 25 მ-ია, ზაფხულში აქ წარმოდგენილია ყინულის თხელი ფენა, საყინულის ფსკერზე ზაფხულის თვეში ტემპერატურა +5, მღვიმე ძირითადად მშრალია, საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი. სოფლის სამხრეთით, სოფლის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით, საფეხმავლო მარშრუტით შესაძლებელია მწვანეში ჩაფლული შემორევის ტბის მონახულება. იქვე, ტბის დასავლეთით არის ციხის ნანგრევები (ემჩნევა გვიანდელი ფეოდალური ხანის გადაკეთების კვალი) ციხე დანგრეულია თურქ-ოსმალთა შემოსევების შედეგად.

ხრეითი ცნობილი ქართველი მთამსვლელების ალპინისტური სკოლის ფუძემდებლების: ალექსანდრა, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეების სამშობლოა.

სოფლის ცენტრში ფუნციონირებს ალპინისტების სახლ-მუზეუმი, სადაც შესაძლებელია საკემპინგეების მოწყობა და ხრეითის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლებისკენ საფეხმავლო მარშრუტების დაგეგმა.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.