ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ექსპერტების აზრით, ხანის ქვევრის ყველი უნიკალურია და დაპატენტება აუცილებელია
25 აპრილი, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანის ქვევრის ყველი იშვიათი სახეობაა და მას საერთაშორისო ბაზარზე რეალური შესაძლებლობა აქვს, - ასეთია ყველის ექსპერტების დასკვნა.

სპეციალისტების თქმით, ხანის ქვევრის ყველი თავისი უნიკალურობით დაპატენტების აუცილებლობას საჭიროებს და უცხოურ ბაზარზე გატანა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნავენ, რომ შედეგად ბაღდათი ღვინის გარდა, ასევე შესაძლოა ყველით წარმოჩინდეს.

ქვევრის ყველის დამზადების ტექნოლოგია ხანში საუკუნეებს ითვლის.

ყველის პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ ხანს ტელეკომპანია „მირ"-ის გადამღები ჯგუფი ეწვია, ჟურნალისტი მიშა რობაქიძე, ყველის ექპერტ ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად გადაცემას მოამზადებს, რომელშიც ხანის ისტორია და სოფლის მეურნეობის წარმოება იქნება ასახული. განსაკუთრებით კი ყურადღება ქვევრის ყველის დამზადების ტექნოლოგიასა და შენახვაზე გამახვილდება.

გადამღები ჯგუფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველის ექსპერტს შეხვდნენ და ხანში ქვევრის ყველის პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.