ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ესქტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის - ჯომარდობის კლუბების გიდებისთვის სემინარი გაიმართა
01 ოქტომბერი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს მხარდაჭერით საქართველოში მოქმედი ჯომარდობისა და კანიონინგის კლუბების 30 გიდისა და ინსტრუქტორისათვის სემინარი გაიმართა. ტრენინგის თემა ექსტრემალური ტურიზმი, სტანდარტები, უსაფრთხოება და მარკეტინგი იყო.
სემინარი ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციისა (IRF) და საერთაშორისო სამაშველო ტრენინგ ცენტრის (Rescue 3 Europe) ინსტრუქტორმა მარკ ჰირსტმა ჩაატარა. 

სემინარს წინ უძღოდა ინტენსიური გადამზადების კურსი ჯომარდობის ინსტრუქტორებისათვის, რომელიც დღისა და ღამის სამაშველო სამუშაოების, პირველადი დახმარებისა და ჯომარდობის თანამედროვე ტექნიკის დაუფლებას მოიცავდა. ტრენინგი საქართველოს სამ მდინარეზე - რიონი, მტკვარსა და არაგვზე ჩატარდა, სწავლებაში ჯომარდობის 13 ინსტრუქტორი მონაწილეობდა. ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლება უზრუნველყო ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის (IRF) და საერთაშორისო სამაშველო ტრენინგ ორგანიზაციის (Rescue 3 Europe) ტრენერ-შემფასებლებმა.

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად ქართველი ინსტრუქტორები ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის (IRF) სერტიფიცირებულ სპეციალისტთა რიგებში ჩაირიცხნენ.
USAID-ის პროექტი Zrda უწყობს ხელს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას რეგიონებში. ვინაიდან საქართველო გამოირჩევა უნიკალური ბუნებით - მთაგორიანი რელიეფი, ჩქარი მდინარეები, თვალწარმტაცი ტბები, მღვიმეები და წყალუხვი კანიონები, რაც წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების წინაპირობას, Zrda-ს ინიციატივითა და მხარდაჭერით სამეგრელოში ამოქმედდა ასევე საფეხმავლო გამყოლების, კანიონინგის ინსტრუქტორებისა და მყვინთავების გადამზადების კურსები პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. პროგრამის მომზადებასა და ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციისა (IRF) და საერთაშორისო სამაშველო ტრენინგ ორგანიზაციასთან (Rescue 3) ერთად უზრუნველყოფენ კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის (CIC) წარმომადგენლები. ამასთან, Zrda-ს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მარკირებული საფეხმავლო მარშრუტების ამსახველი ელ.რუკების განთავსება საერთაშორის საძიებო სისტემაზე www.wikiloc.com, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებულთა შორის. ეს უკანასკნელი კი, დამატებითი ვიზიტორის მოზიდვის კიდევ ერთი საშუალებაა.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.