წლის 6 თვეში აჭარას 583 340 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა. ბათუმში აეროპორტით 30 989 უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აჭარის რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით წელს აქტიური პიარკამპანია 16 ქვეყანაში მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაციისთვის BBC და EURONEWS-ის არხებზე სატელევიზიო რეკლამები 158 ქვეყანას ფარავს. დამზადდა 4 საიმიჯო ვიდეორგოლი, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ტურისტული რესურსებია წარმოდგენილი.
ამასთან, 2017 წელს მომსახურების სფეროში დასაქებული 367 ადამიანი გადამზადდა, ბოლო 5 წელში კი, ტრენინგი გაიარა ტურიზმის დარგში დასაქმებულმა 1 637-მა ადამიანმა. წელს დატვირთვით მუშაობს ბათუმის აეროპორტიც. ბათუმის მიმართულებით ავიაფრენებს 25 ავიაკომპანია ახორციელებს, მათ შორის 8 - ახალი. ივლისის თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 39 მიმართულებით 100-ზე მეტი ფრენა ხორციელდება.
www.bm.ge