ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
6 წლის განმავლობაში პარალიზებული კურორტ „გომარდულის“ განვითარება იწყება
08 მარტი, 2019

აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ „გომარდულის“ განვითარება იწყება. როგორც ცნობილია, კურორტი 6 წლის განმავლობაში დაყადაღებული იყო. დღეს „გომარდულის“ ხელმძღვანელი ჯემალ დარჩიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით და აჭარის მთავრობის დახმარებით, 2019 წლის იანვარში კურორტს  20 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ჩამოეწერა მიწის გადასახადის გადაუხდელობით დაგროვილი 1.5 მილიონი ლარი და ყადაღა მოეხსნა.

მისი განცხადებით, არსებობს კურორტის განვითარების 3 წლიანი სტრატეგია, რომლის შედეგადაც „გომარდულს“ ერთჯერად 1000 ვიზიტორის მიღება შეეძლება.  დარჩიძის განმარტებით, კურორტის არქტიტექტურულ პროექტში უახლოეს მომავალში გარკვეული შესწორებები შევა,რის შემდეგაც სამშენებლო პროცესი დაიწყება.

დარჩიძის განცხადებით, ადგილზე დაგეგმილია რამდენიმე კოტეჯის მშენებლობა, სტადიონის  და ექსტრემ პარკის მოწყობა. საუბარია, 12 ჰექტარ ტერიტორიაზე. დაგეგმილია   300 000 ლარის ინვესტიციის  განხორციელება.

როგორც დარჩიძე განმარტავს, კურორტის 10%-იანი წილის მფლობელი აჭარის მთავრობაა. რა ინტერესი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმაში, რომ კურორტი „გომარდული“ გაჩერებული იყოს, უცნობია. „ჩვენ ხელისუფლება არ გვყვავს, გვაქვს მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პატრონი არ ჰყავს“-აცხადებს დარჩიძე.

ამ დროისთვის კურორტზე 5 სასტუმრო სახლი და რესტორანია. ჯამში კი დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლებელია 60 ვიზიტორის სტუმრობა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.