ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერეკლე კოკაია: ბაკურიანში მაღალი აქტივობა მარტის დასაწყისშიც უნდა გაგრძელდეს
21 თებერვალი, 2023

ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, მთის კურორტზე დამსვენებელთა მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.

როგორც Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სასტუმრო Bakuriani Inn-ი 100%-ით არის დაჯავშნილი.

„ჩვენი სასტუმრო ახლა ძირითადად მასპინძლობს ღონისძიების სტუმრებს და სპორტსმენებს, რომლებიც  ამ ტურნირზე ჩამოდიან. ვიზიტორები არიან დაახლოებით 15 სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც ევროპიდან ისე აზიიდან.

როგორც წესი, აქტიურ სეზონზე ბაკურიანში დამსვენებლების უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ, თუმცა ჩემპიონატის პერიოდში, სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. რა თქმა უნდა, გვყავს ადგილობრივი დამსვენებლებიც,“-აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

მისივე თქმით, თუ როგორ გაგრძელდება წლევანდელ ზამთრის ტურისტულ სეზონზე სასტუმროების დატვირთულობა, ეს  ამინდზეა დამოკიდებული.

„ჩვენი პროგნოზით, მაღალი აქტივობა წესით მარტის დასაწყისშიც უნდა გაგრძელდეს, თუ, რა თქმა უნდა, ამინდი ხელს შეგვიწყობს და თოვლი იქნება.

სამწუხაროდ, სეზონი გვიან დაიწყო, მთავარია ტურნირს არ შეექმნა არანაირი საფრთხე და ჩვენც ყველანაირად მზად ვხვდებით,“-აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

ცნობისთვის, დღეიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.