ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო
17 ივნისი, 2017

ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.

ერევანი-ბათუმი-ერევანის მარშრუტზე რეისები, საზღვაო ტურისტული სეზონის დასრულებამდე, ყოველდღიურად განხორციელდება.

ერევანიდან მატარებელი, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე გამოვა და ბათუმში 07:10 საათზე იქნება ანუ მგზავრობის დრო 15 საათსა და 40 წუთს შეადგენს, უკანა გზაზე მგზავრობის ხანგრძლივობა ოდნავ მეტი, 15 საათი და 50 წუთია.

მარშრუტზე მგზავრებს მატარებელი „სომხეთი“ მოემსახურება. ბილეთების შეძენა კი გამგზავრებამდე 40 დღით ადრე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ტარიფებს ის ვაგონის ტიპისა და კლასის მიხედვით 20 დოლარიდან დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 1-ელ ოქტომბრამდე გასტანს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.