ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს“ - სებ-მა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა
02 აგვისტო, 2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის თანახმად, კურსი, რომელიც ტრანზაქციის დროს დაფიქსირდა 2.75 ლარია.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს, შესაბამისად არსებობს მოლოდინი რომ სებ-მა აგვისტოს თვეშიც გააგრძელოს რეზერვების შევსება.

„როდესაც დოლარში შემოსულობები იზრდება, როგორც წესი ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯს მიმართავს. ლარი ბოლო პერიოდში შედარებით გამყარდა, ამიტომ როგორც წესით სებ ცდილობს ინტერვენციებით, დოლარის ყიდვა-გაყიდვით კურსის მკვეთრი მერყეობა შეამციროს. ეროვნული ბანკი როდესაც ხედავს რომ მოლოდინები ამყარებს ლარს, ბაზრიდან იღებს დოლარს და ამით რეზერვებს ავსებს. ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს.

ლარის კურსზე 10 მლნ დოლარის ინტერვენციებს მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, უფრო მეტიც, ჩვენ გვინახავს რომ ამას პირიქით ეფექტიც აქვს ხოლმე, რომ დროებით შერბილდება, მაგრამ საბოლოოდ კურსი მაინც ბაზრით წესებით დარეგულირდება. ინტერვენციებს უფრო მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებს კიდევ ერთხელ მიმართოს, რადგან ის ტურისტულად ყველაზე დატვირთული თვეა და მოსალოდნელია რომ სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს“, — აღნიშნავს კეპულაძე.

1-ელ აგვისტოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრიდან დოლარის შესყიდვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დოლარის შესყიდვის წინა აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.