ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ერთი ყავა» - უკრაინელი და რუსი გოგოების ბიზნესი მესტიაში
30 აპრილი, 2017

კაფე "ერთი ყავა", მომხმარებელს სვანეთში, კერძოდ მესტიაში გემრიელი ყავით ანებივრებს. კაფე უკრაინელმა და რუსმა გოგოებმა შექმნეს, რომლებიც საცხოვრებლად სვანეთში გადავიდნენ. იდეის ერთ-ერთი ავტორმა ქსენია ფარჯიანმა „ქალების ნარატივთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მოთხოვნა პროდუქციაზე სეზონურად იცვლება. მისი თქმით, აუცილებელია სვანეთში იმ ტურისტული პოტენციალის გამოყენება რომელიც რეგიონში არსებობს. ახალგაზრდა ბიზნესმენი მესტიაში კაფის ბიზნესთან ერთად, ორი სასტუმროს მფლობელია. 

პირველად როდის გაჩნდა კაფის გახსნის იდეა და რამდენი ხანია რაც კაფე ოფიციალურად გაიხსნა? 

კაფე გაიხსნა წელს 1 აპრილს. მე ვარ რუსეთიდან და ვცხოვრობ სვანეთში უკვე 8 წელია. ჩემი პარტნიორი ტანია კი უკრაინიდანაა და სვანეთში 4 თვეა რაც ცხოვრობს. ის მე დამიკავშირდა სულ რაღაც 4 თვის წინ იმის გამო რომ დამხმარებოდა ჩემი სასტუმროს განვითარებაში. ვფიქრობდით, რომ სვანეთში ასეთ ლამაზ ბუნებაში არ იყო ისეთი ადგილი სადაც კარგი ყავის დალევა შეიძლებოდა, ამიტომ კარგი ყავა აუცილებლობა იყო იმ ადამიანებისთვის ვინც მიჩვეულია ყოველ დილით ერთი ჭიქის დალევას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა კაფე, ამასთან ჩვენს მეგობარსაც აქვს საკუთარი კაფე კიევში, რომელიც ჩვენი პარტნიორია უკრაინიდან. 

როგორი პოპულარობით სარგებლობს თქვენი კაფე? 

ჩვენ ჩვენი ბიზნესი დავიწყეთ არცთუ ისე კარგ პერიოდში, რადგან არ არის სეზონი, არ არიან ჩამოსული სტუმრები. ეს არ არის მხოლოდ ტურისტებზე ან მხოლოდ ადგილობრივებზე მორგებული ბიზნესი. ეს არის ბიზნესი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს ჩვენი მომხმარბლის 50% ადგილობრივია, 50% კი ტურისტი. 

რამდენი სახის ყავა სთავაზობთ მომხმარებელს ამ ეტაპზე და ფასები როგორია პროდუქციაზე? 

ამ ეტაპზე 15 სახის ყავა გვაქვს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ყავასთან ერთად გვაქვს ქართული ჩაიც. ფასები ყავაზე დამოკიდებულია ყავის დანამატებსა და ინგრედიენტებზე. მაგალითად გვაქვს ყავა რომელიც ღირს 4 ლარი, მაგრამ თუ მას მომხმარებელი სხვადასხვა ინგრედიენტებს დაუმატებს მისი ფასი შესაბამისად გაიზრდება. ყველაზე ძვირი ყავის ღირებულება 10 ლარია. ამასთან გვაქვს მცენარეული რძეც, რომელიც განკუთვინილია ვეგეტარიანელებისთვის. ამიტომ ჩვენთან მათ კაპუჩინოს დალევა რძის ნაცვლად მცენარეული რძით შეუძლიათ. 

ჩვენ ასევე ვყიდით ურთიერთობებს ადამიანებს შორის. ჩვენ ვავრცელებთ ღიმილს, გვყავს მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლთა შორისაც არიან სტუმრები აფრიკიდან, რომლებიც გვეუბნებიან რომ ვიქნებით წარმატებულები იმიტომ რომ საქმეს ღიმილით ვაკეთებთ. 

გრძნობთ თუ არა მხარდაჭერას, მთვარობისგან ან თუნდაც ადგილობრივი გამგეობისგან ? 

გულახდილად რომ გითხრათ არც ველოდებით რაიმე მხარდაჭერას ვინმესგან. ჩვენ გვესმის რა როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩვენი ბიზნესი განვითარდეს. არც ველოდებით და არც ვითხოვთ რაიმე მხარდაჭერას. ჩვენთვის ისიც საკმარისია რომ ადგილობრივები გვაფასებენ, მოდიან და აგემოვნებენ ჩვენს ყავას. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.