ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერთობლივი ძალებით ბოლნური ღვინის კულტურის ცნობადობის ამაღლებისთვის
31 ივლისი, 2018

ქართული ვაზისა და ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ბოლნისის მუნიციაპლიტეტი, კომპანია “არემჯი“ და მეღვინეთა გაერთიანება გაერთიანებული ძალებით გეგმავს. მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმიც გააფორმეს.

მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში აიღეს ვალედბულება, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობენ: ბოლნისში ღვინის ქართული წესით - ქვევრში დაყენების ტრადიციის დამკვიდრებას; ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში ბოლნური ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას; საჭიროებისამებრ მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალი საოჯახო მარნების ღვინის ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას; ბოლნისელი მეღვინეების მომავალ განვითარებას; ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას; მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალ საოჯახო მარნების წარმომადგენლებისათვის დარგთან დაკავშირებული სიახლეების სისტემატურ გაცნობასა და რეგიონში ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ბოლო პერიოდია აქტიურად დაიწყო ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაცია, რომელსაც განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორნადუმს, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზაობა ხელი შევუწყოთ რეგიონში დარგის განვითარებასა და ბოლნისური ღვინის ცნობადობის ამაღლებას. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუკი რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომპანია არემჯის, რომელმაც ასევე გამოთქვა სურვილი გვერდში დაუდგეს ჩვენს მეღვინეებს. მჯერა, ბოლნისური ღვინოები კიდევ უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდება მომავალში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.