ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეს პროექტი განაპირობებს ბათუმის უბეში შეუქცევადი ნეგატიური ეკოლოგიური პროცესების განვითარებას - არჩილ გუჩმანიძე
22 აგვისტო, 2022

გარემოსდამცველი არჩილ გუჩმანიძე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებულ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. არჩილ გუჩმანიძე მოსახლეობას მიმართავს და ნათლად აფიქსირებს თავის აზრს ბათუმში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ნეგატიური ეფექტების შესახებ.

„მინდა მივმართო ბათუმის მოსახლეობას, ბარცხანისა და ბენზეს უბნების მოსახლეობას,გარემოსდამცველებს, ,,მელკიმორიის“ და ბათუმის ,,მორვაგზალის“ მეთეზეებსა და რესტორნების პერსონალს, ბათუმის პორტს - ეს პროექტი გამოიწვევს თქვენი საქმიანობის შეფერხებას/შეწყვეტას,მოსახლეობის პლაჟის ამ მონაკვეთზე წვდომის შეფერხებას. განაპირობებს ბათუმის უბეში შეუქცევადი ნეგატიური ეკოლოგიური პროცესების განვითარებას, უნიკალური პოპულაციებისა დაჰაბიტატების კარგვას,“— წერს არჩილ გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების მანძილზე ბათუმს ეკოლოგიური თვალსაზრისით საკმაო ზიანი მიადგა:

„ბოლო წლებში ბათუმის ურბანულ სხეულს მრავალი ჭრილობა მიაყენეს, დავკარგეთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, კოლორიტის და ურბანული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, ყველა კარგად ვგრძნობთ, თანდათან, როგორ იქცევა ერთ დროს ყველაზე ,,სასურველი“,კოლორიტული და კომფორტული ქალაქი, რაღაც გაუგებარ ეკლექციად, ბეტონის ამაზონიად, სადაც არსებობა და გადაადგილება რთულდება, გვაკლდება სიმწვანე, გვაკლდება ,,ჰაერი“, ბათუმი იქცა ქალაქად სადაც ბალახზე სწრაფად - იზრდება ბეტონი. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ჩანს ეს ყველაფერი არაა.“

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ,ბათუმის კუნძულის“ საკითხი თავს ვალდებულად თვლის ამ საკითხთან მიმართებით განმარტება გააკეთოს:

„ბოლო დღეებში გააქტიურდა-უკვე საპოროექტო და სანებართვო დონეზე ,,ბათუმის კუნძულის“ საკითხი და მე, როგორც პირველ რიგში ბათუმელი და ასევე ეკოლოგი, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი აზრი გამოვხატო ამ საკითხთან დაკავშირებით:

1. ბათუმის უბე ერთადერთი ბუნებრივი, კარგად გამოკვეთილი უბეა (დაახლოებით 60%-ით გარშემორტყმულია ნაპირებით) მთელს აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროზე, შესაბამისად მხოლოდ აქ არის წარმოდგენილი უბეებისთვის სახასიათო სახეობები/პოპულაციები და ჰაბიტატები,ბათუმის უბე წარმოადგენს ზღვის მთელი რიგი ბენთოკრიპტული ფორმების ერთადერთ თავშესაფარს, ის გამოირჩევა ზოობენთოსური ფორმებისა და მაკროფიტების მრავალფეროვნებით,აქ გვხდება, როგორც ფსკერული, ასევე პელაგიური ჰაბიტატების ტიპები, რომლებიც არსად საქართველოს სანაპიროზე არაა წარმოდგენილი. ბათუმის უბე წარმოადგენს თევზების არა ერთი სახეობის გამრავლების ლოკალიტეტს. შესაბამისად მისი - 89 ჰექტარზე (ამ ფართობზე იგეგმება ე.წ.კუნძულის მოწყობა) გადათხრა და მიწის გადაყრა, ასევე ამ სამუშაოებით გამოწვეული ხმაური,ვიბრაცია, სიმღვრივე, წყლის ხარისხის ცვლილება და სხვა ამ უნიკალური ბიოტოპის მოსპობის ტოლფასია.

2. აქ ისტორიულად (ნავთობის ტრანსპორტირების შედეგად) დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეში ნავთობის მყარი ფრაქციის ფენაა დაგროვილი, შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლებელია ამ ფენას შეეხოს რასაც ეკოლოგიური კატასტროფა მოყვება მთელს სანაპიროზე-არამხოლოდ ლოკალურად.

3. აღნიშნული ნაგებობა სრულად შეცვლის ბათუმის უბეში ფორმირებულ დინებებს და წყლისცირკულაციის რეჟიმს, სედიმენტების ნაკადებს, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის ამ უმნიშვნელოვანესი და უნიკალური საზღვაო სხეულის ევტროფიკაციის. არსებობს დიდი საფრთხე ბათუმის უბეში წყლის ყვავილობის გააქტიურების, განსაკუთრებით ე.წ. ,,მელკიმორიას“, საბაგიროს და და ე.წ. ,,მორვაგზალის“ მიმდებარედ, რაც ნიშნავს ამ ლოკაციებზე განლაგებულ კვების ობიექტებს (ესეთები მრავლადაა, განსაკუთრებით მელკიმორიას ტერიტორიაზე) ზღვის ხედის ნაცვლად ექნებათ გამწვანებულ-გაყვითლებული გუბურა, არასასიამოვნო სუნით- რაც დიდი ფინანსური ზარალია.

4. აღნიშნული ნაგებობა სრულად შეცვლის ბათუმის უბეში ფორმირებულ დინებებს და წყლისცირკულაციის რეჟიმს, სედიმენტების ნაკადებს - რაც სერიოზულ რისკებს უქმნის ბათუმის პორტის ფუნქციონირებას, იზრდება სიღრმეების კარგვისა - მოლამვის რისკები, შესაბამისად ბათუმის პორტს გაეზრდება სიღრმეების შენარჩუნებაზე გასაწევი ძალისხმევა - რაც საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალია.

5. რისკები ექმნება ბათუმის კიდევ ერთ სავიზიტო ბარათს, კოლორიტს - მორვაგზალში სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერას, ასევე საფრთხე ექმნება ბათუმის უბეში ნავებიდან თევზჭერას,შეცვლილ ბიოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შეცვლის თევზებისთვის ამ ლოკაციების,,მიმზიდველობას“. მელკიმორიას ტერიტორიაზე არაერთი მეთევზეთა ბალაგანია, ისინი ისტორიულად მისდევენ თევზჭერას ბათუმის უბეში.

6. ე.წ. კუნძული ზღვაზე მისასვლელს შეუზღუდავს ბარცხანისა და ბენზეს მოსახლეობას, ასევე ცნობილია, რომ არაერთი მათგანისთვის ტურისტულ სეზონზე საცხოვრებელი ფართების გაქირავება მნიშვნელოვანი შემოსავალის წყაროა“, — წერს არჩილ გუჩმანიძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.