„ეს საკითხი ახლა დღის წესრიგიდან მოხსნილია“ - რესტორატორები შაბათ-კვირას მუშაობაზე
„ეს საკითხი ახლა დღის წესრიგიდან მოხსნილია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.
,,სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგების მხრიდან ეს საკითხი სრულიად დამუხრუჭებულია. მით უფრო ახლა, როცა ინფიცირებულების რიცხვის მატებაა. ეს საკითხი ახლა დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ რესტორნებში შიდა სივრცეების ფუნქციონირება 1-ლი მარტიდან ჯერ ბათუმში, 8 მარტიდან კი უკვე მთელს საქართველოში განახლდა. შეზღუდვები რჩება შაბათ-კვირას მუშაობაზე.
BPN.GE