ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ესკიზ-თბილისი“ - 10-მილიონიანი ინვესტიციით დედაქალაქს ახალი სასტუმრო-ბუტიკი შეემატება
05 ივლისი, 2021

სასტუმრო-ბუტიკი „ესკიზ-თბილისი“ მალე მარჯანიშვილის #51-ში გაიხსნება. ამის შესახებ bm.ge-სთან „ესკიზის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. როგორც ნუკი თორაძე ამბობს, საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი სასტუმროს რესტორანი იქნება, მოგვიანებით კი „ესკიზს“, დაახლოებით, 80-ნომრიანი სასტუმრო და ღვინის სადეგუსტაციო სივრცეც დაემატება.

მისივე თქმით პროექტის საწყისი ინვესტიცია, ჯერჯერობით, 10 მლნ ლარია და მხოლოდ რესტორანი 30-40 ადამიანის დაასაქმებს ითვალისწინებს.

„ესკიზი თბილისის“ გახსნას ივნისში ვგეგმავდით, თუმცა პანდემიამ შეგვაფერხა და ერთი თვით გადავწიეთ. ახლა პერსონალის შერჩევის პროცესში ვართ და ინტერიერს ბოლო შტრიხებს ვამატებთ. ჯერჯერობით, მხოლოდ რესტორანი გაიხსნება, რომელიც ტერასას, ლაუნჯსა და მთავარი რესტორნის სივრცეს გააერთიანებს. რესტორანში საავტორო კერძებისა და დესერტების მენიუ იქნება. ასევე გვექნება საავტორო ბარიც; ტერასაზე ხელმისაწვდომი იქნება ხმელთაშუაზღვის თანამედროვე სამზარეულო, ხოლო რესტორნის შიდა სივრცეში - ქართული, გათანამედროვებული კერძები“, - გვიყვება ნუკი თორაძე.

ინფორმაციისთვის: სასტუმრო „ესკიზი“ ამ ეტაპზე მხოლოდ თელავშია წარმოდგენილი. თბილისის შემდეგ კი მისი გახსნა გუდაურშიც იგეგმება.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.