17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 24:10 სძლიეს.
თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.
მესამე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელსაც 2 მარტს ბრიუსელი უმასპინძლებს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება. ეს მატჩი კი 10 მარტს ქუთაისში აია არენაზე ჩატარდება.
ImediNews.ge