ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 50 და გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
02 ივნისი, 2016

4 ივნისს, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში გაიამრთება ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 50 და გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიწვევთ ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 50 და გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.


ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება გამოფენა „ქართველ დიდგვაროვანთა საქორწილო ტანსაცმელი“ და აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას გორელიეფი. ასევე, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვარ ეთნოგრაფის ნ. ბრაილაშვილის ნაშრომების გამოფენას და თვითნასწავლი მხატვრის ჯ. სვანიძის გობელენის ნამუშევრებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

დასაწყისი 14:00 დან -17:00 მდე

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კუს ტბის გზა #1.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.