ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები გაშენდება
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართულ, უნიკალურ ენდემური ვაზის ჯიშებს გააშენებს. პროექტი უცხოელი სტუმრებისთვის ქართული კულტურული მემკვირდეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საპარტიარქოს ინფორმაციით, ღონისძიებას კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები და საპატიო სტუმრები დაესწრებიან. ისინი მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში აღნიშნული რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის წამყვან ჯიშებს გააშენებენ.
ღონისძიების ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილო 100-ზე მეტი დასახელების უნიკალური ვაზის ჯიშებით, საკოლექციო ვენახს გააშენებენ.
13 მაისს კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით ახალციხეში მსვლელობას, მესხური ვაზის ჯიშების კურთხევა და ვარძიის, წუნდის, ახალციხისა და ამავე ეპარქიის სხვა მონასტრებში მათი გაშენება დაემთხვევა.
წყარო:
კახეთის საინფორმაციო ცენტრი