ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნებში ტურიზმის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს უახლოვდება
29 სექტემბერი, 2022

ევროკავშირის ქვეყნებში ტურიზმის მაჩვენებელი პანდემიამდელ  დონეს უახლოვდება - ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტულ საცხოვრებლებში ღამისთევის მაჩვენებელი 149% -ით გაიზარდა.  აპრილში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 302% დაფიქსირდა ( 2021 წელს  ეს  მაჩვენებელი 44 მილიონი, ხოლო 2022 წელს 117 მილიონი იყო )

2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვნად გამოჯანმრთელდა. ამ პერიოდში საერთაშორისო  ტურისტებმა ევროკავშირის ქვეყნებში 432,9 მილიონი ღამისთევა დააფიქსირეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 154% -ით მეტია (2020 წელს ეს მონაცემები 170 მლნ იყო), ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 401%-ით მეტი (2021 წელს 56,4მილიონი დაფიქსირდა). თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს ეს მაჩვენებელი 22%-ით  ჩამოუვარდება, მაგრამ როგორც ჩანს აღდგენა კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა მოგზაურობებს 2022 წელს ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 7%-ით  ჩამოუვარდება.

როგორც COVID 19-ის  დროს 2022 წლის პირველს 6 თვეშიც საერთაშორისო, მოგზაურობის ჩანაცვლებას შიდა კომპონენტი აგრძელებდა, თუმცა ორივე ინდიკატორმა მზარდი რიცხვი აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი ტურისტების ღამისთევის მაჩვენებელმა იანვარში 56  მილიონი, ხოლო ივნისში152 მილიონი დაფიქსირდა, უცხოელი ტურისტების შემთხვევაში, კი ეს რიცხვი იანვარში 32,7  მილიონი, ხოლო ივნისში 137 მილიონი იყო.

საერთო ჯამში ადგილობრივმა ტურიზმით 2022 წლის პირველ ნახევარში 579,1 მილიონი ღამისთევა დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდში საერთო ღამისთევის 57%-ს შეადგენს. ეს წილი 2019 წლის იმავე პერიოდისთვის 53%-ი იყო, ხოლო 2020 წელს 64%-მდე და 2021 წელს 79%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დროს ევროკავშირი ძირითადად შიდა ტურიზმზე იყო გადასული, ხოლო 2022 წელს საერთაშორისო  ტურიზმმა აღდგენა დაიწყო.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.