ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკავშირის როუმინგულ სივრცესთან მიერთების საკითხი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გადაწყდება
12 მარტი, 2024

ევროკავშირის როუმინგულ ერთიან სივრცესთან მიერთების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა ეს პროცესი, კომუნიკაციების კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე „ბიზნესპარტნიორს“ პასუხობს, რომ ქართული მხარე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

„ველოდებით, როდის გახდება ეს შესაძლებელი, რადგან, ამ სისტემაზე მიერთების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას ნებისმიერ თქვენგანს გექნებათ იგივე ფასები მობილურ და ინტერნეტ როუმინგზე, რაც დღეს აქ გაქვთ. ისევე, როგორც, ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აქ ჩამოვა, ექნება იგივე ფასი, რაც მის ქვეყანაშია აქვს ამა თუ იმ კომპანიის მიერ განსაზღვრული. ეს საბოლოო ჯამში, რასაკვირველია ევროსტრუქტურების მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ იმედი გაქვს, რომ ეს ამ წლის ბოლომდე აღსრულდება“ - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, კვლევა ჩატარდა. პროექტი შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების შემცირებას ემსახურება.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთებით, ქართველი აბონენტების მიერ მობილური მომსახურებების მისაღებად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.