ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემის EES-ის ამოქმედების თარიღი ცნობილია
The Independent-ის ჟურნალისტებმა ევროკავშირში შესვლის/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედების თარიღი გამოაცხადეს. ის 2024 წლის 6 ოქტომბერს ამოქმედდება.
EES-ის საზღვრის კონტროლის სისტემაზე მუშაობა 2016 წლიდან მიმდინარეობდა, მაგრამ მისი გაშვება ბევრჯერ გადაიდო. ბოლო ცვლილებები საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა – მათ არ სურდათ შესვლის/გასვლის წესების შეცვლა ოლიმპიური თამაშების გამო, რომელიც პარიზში 2024 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს.
EES ვრცელდება მესამე ქვეყნებიდან მოგზაურებზე, რომლებსაც სურთ ევროკავშირში შესვლა. მისი საშუალებით ევროკავშირი შეძლებს გააკონტროლოს უცხოელების მგზავრობა: დაარეგისტრიროს შესვლა-გამოსვლა და დამატებითი ინფორმაცია (მაგალითად, შესვლის აკრძალვის მიზეზი, დოკუმენტების გაყალბების შემთხვევები და ა.შ.). ამ მონაცემებზე წვდომა ექნება ევროკავშირისა და შენგენის ზონის ყველა ქვეყანას. ისინი განახლდება სამ წელიწადში ერთხელ.
avianews.ge