ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკავშირში მოგზაურობის ინდვიდუალურ წესებზე გადასვლას განიხილავენ
24 იანვარი, 2022

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პანდემიის დროს ბლოკში მოგზაურობის ახალ მიდგომას დანერგავენ, რომელიც წარმომავლობის ქვეყნის ნაცვლად, მოგზაურის ჯანმრთელობის ინდივიდუალურ რისკზე იქნება ფოკუსირებული. ამის შესახებ გამოცემა Politico ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

განახლებული წესებით, კოვიდ სერთიფიცირებულ მოგზაურებს დამატებითი ტესტირების ან საკარანტინო მოთხოვნები აღარ შეეხებათ. თუმცა ბლოკის წევრებმა შესაძლოა, კვლავ დააწესონ დამატებითი სამოგზაურო ზომები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის რუკაზე, ინფექციის მაღალი რისკის „მუქ წითელ“ ზონაში იქნებიან მონიშნული.

ამჟამად რუკის ფერი ახალი შემთხვევების, ასევე, ტესტირებისა და პოზიტიური შედეგების მაჩვენებლებით ჯანმრთელობის რისკებს ასახავს. ცვლილებების შემდეგ რუკაზე რეგიონში ვაქცინაციის დონეც იქნება გათვალისწინებული.

ახალი მეთოდის დანერგვა ნოემბერში, კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების შემდეგ სურთ. ევროკავშირის შიგნით მოგზაურობაზე „ინდივიდუალურ მიდგომას“ გამოიყენებენ რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდ სერთიფიკატის მქონე პირები, საიდანაც არ უნდა ჩადიოდნენ ევროკავშირში, მოგზაურობის დამატებით შეზღუდვებს აღარ დაექვემდებარებიან.

ქვეყნები ომიკრონის გაურკვეველი გავლენის გამო, წესების განახლებისგან ჯერ თავს იკავებენ. ომიკრონ შტამზე ახალ რეკომენდაციებს მომავალ კვირას, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.