მსხვილი პოლონური კომპანია PFI Future აჭარაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.
მსხვილი პოლონური კომპანია რეგიონში საგანმანათლებლო-გასართობი, ასევე ტურისტული მიმართულების კომპლექსური პროექტის განხორციელებას გეგმავს. PFI Future მზადაა 185 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადოს.
ამ დროისთვის აჭარის მთავრობა კომპანიის საინვესტიციო პროექტს სწავლობს.
PFI Future-ს ვროცლაში ცნობილი ოკეანარიუმის საინვესტიციო პროექტი ეკუთვნის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. ობიექტს წლიურად 2 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.
www.travelingeorgia.ge