ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფარავნისა და საღამოს ტბის ეკოსისტემის შესწავლა იწყება
25 იანვარი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში სამრეწველო ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებების შემუშავებას იწყებს.

სამინისტროს მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 7 სამრეწველო ტბაა, რომელთაგან 5 (ბუღდაშენი, ტაბაწყური, ხანჩალი, კარწიხი და მადათაფა) დაცულ ტერიტორიებში შედის, 2 ტბა კი, ფარავანი და საღამოს ტბა, რეგულაციების მიღმაა დარჩენილი.

სამინისტრო იწყებს არსებული ორი ტბის ეკოსისტემის კვლევას და, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ისეთი სქემის შემუშავებას, რაც ტბების ეკოსისტემის აღდგენასა და რეგულაციას მოახდენს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.