ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფარავნისწყლის მარჯვენა ნაპირზე, კანიონში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
17 მაისი, 2018

სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალქალაქში, ფარავნისწყლის მარჯვენა ნაპირზე, კანიონში მდებარე XIII ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დგას კანიონში. აგებულია სხვადასხვა ზომის ნათალი ქვით. დარბაზული ტიპის ნაგებობაა. აღმოსავლეთის კედელი კლდეშია შესმული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტაძარი გადახურული იყო ლორფინით. ეკლესიაზე მინაშენის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა ნიშა უნდა ყოფილიყო, რომლის ქვემოთ, კედელთან სტელის ბაზა დგას ბოლნური ჯვრის გამოსახულებით.

ობიექტი მსგავსია თავის ეპოქის დარბაზული ეკლესიებისა. გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (კაპიტელები, თაღოვანი სარკმლები, რელიეფი, წყობის ხასიათი და გარემოსთან/ლანდშაფტთან ურთიერთ-დამოკიდებულება).

ეკლესიას არ შემორჩა სახურავი. კამარაზე ამოსულია მცენარეულობა. მინაშენის კედლები მეტრნახევრამდეა შემორჩენილი. მინაშენის აღმ. კედელში ამოვარდნილია ქვები. ნაგებობა გარედან გათეთრებულია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.