ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფესტივალი "ფუძეობა" 12 აგვისტოს ბორჯომში გაიმართება
10 აგვისტო, 2017

ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 12 აგვისტოს "ფუძეობა"-ს, Check In Georgia-ს მხარდაჭერით, ბორჯომი უმასპინძლებს. ფესტივალმა სტარტი 29 ივლისს მესტიაში აიღო და საქართველოს შვიდ რეგიონს მოივლის.

პირველად ფესტივალი 1988 წელს რაჭაში ჩატარდა. "ფუძეობა" კომპანია "ჯეოტურისტის" საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

"დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს" - ამ ლოზუნგის ქვეშ ეწყობა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, ხრიდოლის საჩვენებელი წარმოდგენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საპატიო მოქალაქეების და ფოლკლორის სფეროში დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება/დასაჩუქრება და დღის დასკვნითი კონცერტი.

ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა’’ 7 ნოემბერს კახეთში დასრულდება. ფესტივალში მონაწილეობას ანსამბლი "ერისიონი", ნიაზ დიასამიძე და 33ა, მგზავრები და ნინო ქათამაძე მიიღებენ.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.