ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
5 მიზეზი რატომ უნდა ეწვიოთ სასტუმრო „ჯორჯია პალასს“ გაზაფხულზე
03 აპრილი, 2018

1. გაზაფხული შავი ზღვისპირეთში წლის განსაკუთრებული სეზონია. შავი ზღვისა და მთის, ცივი და თბილი ჰაერი ერთმანეთში ჰარმონიულად ირევა. შავი ზღვისპირა ზოლში მდებარე  მაღალი კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ სეზონის ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია, სასტუმრო გარშემორტყმულია ულამაზესი საუკუნოვანი ხე მცენარეების ბაღით, პალმები, წიწვოვანი და ვერცხლის ნაძვები, მაგნოლიები. ბუნებრივი ლანდშაფტი „ჯორჯია პალასს“ განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს. უნიკალური მიკროკლიმატი, განსხვავებული მონოპროფილური კლიმატის მქონე, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო, მეცნიერული კვლევების დონეზე შესწავლილი და გამოკვლეულია, აქ ზღვა სტანდარტულზე უფრო ღრმაა, ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა კი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, კარდიოლოგიური დაავადებების გარდა კლიმატი დადებითად მოქმედებს გონების სიმშვიდის, დაძაბულობის შემცირებაზე. სასტუმროს მშენებლობიდანვე გათვალისწინებულია ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, სტუმრის  ოთახები ფართო აივნებით, აქ დასვენებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

2. უნიკალური ლანდშაფტის გარდა სასტუმრო განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს  კულინარიული თვალსაზრისით. ჯანსაღი, ნატურალური ბიო პროდუქტები, ქართული სტუმართმასპინძლობიდან გამომდინარე ძირითადი მიმართულება ტრადიციული სამზარეულოა, ევროპული კერძების შესანიშნავ მიქსთან ერთად. დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღ კვებას, ჯანსაღ მენიუს განსაკუთრებით იმ სტუმრებისთვის, რომლებიც  თერაპიული და გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით სტუმრობენ „ჯორჯია პალასს“.

3. სასტუმროში სპა ცენტრი არაერთი სახის სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისით გამოირჩევა, მათ შორისაა სილამაზის სალონი,  კოსმეტოლოგია, ენდერმოლოგია, კოლონოთერაპია, ინფრა წითელი საუნა, კლასიკური მასაჟები. სპა ცენტრი სხეულის გაჯანსაღების, მოდუნების, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების, სხეულის კორექციის , სპეციალური პროცედურების მეშვეობით ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდის საშუალებას მოგცემთ, რის შედეგადაც თავს გაცილებით ახალგაზრდად და მხნედ იგრძნობთ.

4. სასტუმრო განსაკუთრებით ზრუნავს მათზე ვინც ალტერნატიული მედიცინის მომხრეა და ჯანმრთელობასა და სილამაზეზე სათუთად ზრუნავს. პირველად და ექსკლუზიურად, 2010 წლიდან აქ ფუნქციონირებს ინდური „კერალა აიურვედა“ ცენტრი. მომსახურების სპექტრი საკმაოდ ფართოა, აიურვედას ჯანმრთელობის პროგრამები რეკომედნირებულია ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად როგორიცაა, ფსორიაზი, დისკოზი, ართრიტი, ზოგადი სისუსტე, კისრის მალების დაავადებები, სისხლის წნევა, ქოლესტეროლი,  შაკიკი, სინუსიტი, თმის ცვენა, ჭარბი წონა და უძილობა,  იმუნიტეტის ამაღლება.

5. 41 760 მ კ ფართობზე გადაჭიმული სასტუმრო, სადაც უდიდესი ადგილი უჭირავს საუკუნოვანი მცენარეების ბაღსა და ბამბუკების ხეივანს არა ერთი სახის გასართობი და სპორტული აქტივობის ადგილია, ღია მარილიანი წყლის აუზი ბაღში, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, მინი გოლფის მოედანი, საბავშვო მოედანი, ველოსიპედები, მაგიდის ტენისი, დახურული აუზი, სავარჯიშო დარბაზი და საუნა, ღია აუზი დღის ტემპერატურის  წყლით. განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს იოგა, რომელსაც უშუალოდ ინდოელი სპეციალისტი ტრადიციული ხერხებითა და სპეციფიკით ატარებს. შავი ზღვის პირა სანაპიროზე, ამომავალი მზის პირდაპირ, ტრადიციულად დილით ჩატარებული ერთი იოგას გაკვეთილი სასიამოვნო და ჯანსაღი დღის დასაწყისია.

www.travelingeorgia.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.