არაბთა გაერთიანებული საემიროების წამყვანი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.
დუბაი-ბათუმი-დუბაის პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20:40 საათზე დაეშვება. დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 30 სექტემბრამდე გეგმავს.
რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
Flydubai საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. ავიაგადამზიდველი სტაბილურად ოპერირებს დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე და 2016 წლის შეჯამებული მონაცემებით მისი წილი საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით 6%-ია.
რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს და ოთხომოცდაათამდე საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.
www.bpi.ge